|
2022-09-16 10:46:28, 1050 ნახვა
მსოფლიო
გაერო - რუსეთ-უკრაინის ომმა შიმშილის ზღვრამდე 70 მილიონი ადამიანი მიიყვანა
უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს. გაეროს ცნობით, აღნშნული სიტუაცია საგანგაშოა, ვინაიდან ომმა კიდევ 345 მილიონი ადამიანს საკვებით უზრუნველყოფაზე მოახდინა გავლენა. ამასთან, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის თქმით, 2020 წელს Covid-19-ის პანდემიის დარტყმის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომმა პლანეტის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)