05:03 - 22 Oct, 2026
|
2022-09-16 10:03:21, 961 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, ღამის ხედვის სისტემებისთვის, განაღმვის აღჭურვილობა, 105 მმ და 155 მმ საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა. „აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ვაძლევ უფლებამოსილებას, გამოყოს 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით თავდაცვის აქტივები და თავდაცვის დეპარტამენტის მომსახურება, სამხედრო მომზადება და განათლება უკრაინის დასახმარებლად“, - ნათქვამია ბაიდენის განკარგულებაში. ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 15,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)