|
2022-09-15 14:31:47, 2250 ნახვა
ეკონომიკა
შეიძინე 4 საბურავი 3-ის ფასად და შეხვდი ახალ სეზონს მომზადებული - „თეგეტა მოტორსის“ სექტემბრის შეთავაზებები
მზად არის თქვენი ავტომობილი ქალაქში დასაბრუნებლად ზაფხულის თავგადასავლებისა და მოგზაურობის შემდეგ?! არსებობს გადამოწმების სტანდარტული პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს - პირველ ადგილზე სავალი ნაწილია, რომლის ძირითადი შემადგენელი საბურავები და სამუხრუჭე სისტემაა. მოძველებული და გაცვეთილი საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. ახალ სეზონთან შესახვედრად „თეგეტა მოტორსში“ სექტემბრის აქციები დაიწყო. აქცია საბურავებზე თვის ბოლომდე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებით, რომლებიც „თეგეტას“ სხვადასხვა სერვისსა და პროდუქციაზე ვრცელდება. 3+1 აქციით შეიძენთ ნებისმიერი ბრენდის საბურავს, რომელიც კომპანიის შოურუმშია წარმოდგენილი. შეთავაზება აკუმულატორებზე შვებულებების სეზონზე დიდი დატვირთვით მომუშავე აკუმულატორებს უყურადღებოდ ვერ დატოვებთ. „თეგეტა მოტორსში“ მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და რესურსის მიხედვით, პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ. კომპანიაში წარმოდგენილი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მიმდინარე თვეში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არის Varta და Exide. აღსანიშნავია, რომ Varta-ს, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე „თეგეტაში“ უსასრულო გარანტია მოქმედებს. ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც ახლა ძრავის ზეთის შეცვლა უწევს: პრემიუმ ბრენდის, PETRONAS-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეიძენთ. იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ონლაინ რეზერვაციის შემთხვევაში თბილისის ფილიალებში სერვისსა და სრულ პროდუქციაზე (უკვე ფასდაკლებული პროდუქტის გარდა) 20%-იან ქეშბექს მიიღებთ.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



