|
2022-09-15 10:30:45, 1233 ნახვა
მსოფლიო
რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოში ჩამოვიდა
რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი საქართველოში ჩამოვიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. „ფორმულას“ ცნობით, ჟურნალისტი საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება. „საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას, ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაელ ფიშმანი, არ ვიცი, რა მიზეზით უთხრეს მას უარი. არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გარეშე უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. პირადად მე საზღვარზე პრობლემა არ მქონია",-განაცხადა სობჩაკმა. ცნობისთვის, სობჩაკი რუსეთში მოღვაწე კრიტიკული ჟურნალისტია. ამასთან, ის 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)