|
2022-09-13 16:54:53, 1716 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია
ადგილობრივი დროით 14:00-ზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ მათ წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულებას. „მიუხედავად დაბომბვის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირებისა, მტერი აგრძელებს პოზიციური წინსვლის მცდელობებს, განსაკუთრებით ნერკინ ჰანდის, ვერინ შორჟას, არტანიშისა და სოტკის მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ მათ წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანების შესრულებას”,- აღნიშნულია განცხადებაში. სამინისტროს ცნობითვე, აზერბაიჯანის იერიშების შედეგად დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს. ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო „ტრენდ აზი“ აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)