|
2022-09-13 10:25:38, 1071 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტონ სამხედრო მოქმედებები
სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტონ სამხედრო მოქმედებები,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით. „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ ცნობების შესახებ. როგორც უკვე დიდი ხანია ავღნიშნეთ, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტდეს სამხედრო მოქმედებები",- აღნიშნულია განცხადრბაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. ამასთან, 13 სექტემბრის ღამეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანთან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გადასაჭრელად. სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად მიმართოს რუსეთის ფედერაციას "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების დებულებების ამოქმედების მიზნით", ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაეროს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)