21:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 22:11:09, 4364 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული

კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული. - ამის შესახებ  „ქართული ოცნების დეპუტატმა“, მიხეილ სარჯველაძემ Palitranews-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით,ირაკლი კობახიძის პასუხი აბსოლუტურად ნორმალური იყო და მის რეპლიკაში ზღვარს გადასული არაფერი ყოფილა. 

"თქვენ იცით, რა კონტექსტში იყო ეს კითხვა დასმული და რა იყო ამის პასუხი. მაგრამ, იგივე საპატიმროში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით როდესაც წყდება ეს საკითხი, დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს. ხოლო როდესაც ამასთან დაკავშირებით კრამონის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ის პასუხს მიიღებს. მათ შორის ისეთს, როგორსაც, ამ შემთხვევაში მისი პოზიცია იმსახურებს. ირაკლი კობახიძის პასუხი აბსოლუტურად ნორმალური იყო და მის რეპლიკაში ზღვარს გადასული არაფერი ყოფილა. ხოლო თავად კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული". - ნათქვმია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics