|
2022-09-09 14:14:50, 1434 ნახვა
მსოფლიო
„ბირთვული იარაღის გაძლიერება არასოდეს დასრულდება“ - ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უმაღლესი სახალხო კრების მიერ ბირთვული იარაღის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოდ გამოაცხადა. კიმმა პირობა დადო, რომ ქვეყანა "არასოდეს დათმობს" ბირთვულ იარაღს და დენუკლეარიზაციაზე საუბარი არ შეიძლება.ახალი კანონი ასევე ამტკიცებს ფხენიანის უფლებას გამოიყენოს პრევენციული ბირთვული დარტყმები თავის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ წარსულში კიმ ჩენ ინი იარაღის შეინარჩუნებას მხოლოდ სხვს ქვეყნების განიარაღდებამდე გეგმავდა. "ბირთვული იარაღი წარმოადგენს სახელმწიფოს ღირსებას, სხეულს და აბსოლიტურ ძალაუფლებას ატომური ძალების ეროვნულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების მიღება შესანიშნავი მოვლენაა, რადგან ეს არის ჩვენი განცხადება, რომ ჩვენ კანონიერად მოვიპოვეთ ომის შეკავენის უფლება, როგორც ეროვნული თავდაცვის საშუალება. იმპერიალიზმისა და აშშ-სა და მისი მიმდევრების ანტი-ჩრდილო კორეის მანევრების ფონზე, ჩვენი გზა ბირთვული ძალების გაძლიერებისკენ არასოდეს დასრულდება,“- განაცხადა კიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)