|
2022-09-08 13:25:24, 1703 ნახვა
ეკონომიკა
ოროზმანის ექსპედიციამ, რომლის გენერალური პარტნიორიც „საქართველოს ბანკია“, მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა
„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში, ადრეული ჰომოს (უძველესი ადამიანის) ქვედა ყბის კბილი, მე 4-ე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანი საქართველოში 1.8 მილიონი წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია და და ასაკიდან გამომდინარე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ის აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული ჰომოს გავრცელების კერას წარმოადგენს. „ოროზმანის ძეგლზე ჰომინიდის კბილის აღმოჩენას ადამიანის ევოლუციისა და უძველესი ჰომინიდების მიერ ევრაზიის კონტინენტის კოლონიზაციის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ოროზმანი საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე. ოროზმანის ექსპედიცია არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი კერძო და სამეცნიერო სექტორის თანამშრომლობის ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი ექსპედიციის გენერალურ პარტნიორს“,- განაცხადა ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, გიორგი ბიძინაშვილმა. “მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, უცხოელ სპეციალისტებისა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ძალიან მალე მოექცევა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სწორედ შარშან, მკვლევარების ჯგუფმა, ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე, ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა უკვე გააკეთა. ჩვენ ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას მსოფლიო რუკაზე მონიშნავს“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი და განამარხებული ცხოველები. 2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება, მიკვლეულია მრავალი სახეობის გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და უძველესი არტეფაქტები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)