|
2022-09-08 12:46:57, 2241 ნახვა
კომენტარი
კალაძე - რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი კვარაცხელია გავუზარდოთ ქვეყანას
„რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიას, გამოწვევების მიუხედავად, აქვს უამრავი პროექტი იმისთვის, რომ მეტად კომფორტული გახდეს ქალაქი, მეტი სკვერი, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი გაკეთდეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველა ვართ შემართებით და გვაქვს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. ამის ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი და რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)