|
2022-09-07 13:29:32, 1338 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერი - საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებული აგრესიის გამო, რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო
საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებული აგრესიის გამო, რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასსმა Welt- თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ვერცერთი ქვეყანა ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ რუსეთის შეჩერება უკრაინაში ვერ მოხერხდება. "ახლა ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ რბილები. ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთმა თავის საზღვრებში უკან დაიხიოს. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიგოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მას აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა მოწვევა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“,- განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, ყველას ვალდებულებაა, რომ უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს. "ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ ამისთვის",- დასძინა ესტონეთის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)