|
2022-09-06 10:31:43, 827 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოცხადებას მხარს არ უჭერს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად. როგორც საერთაშორისო სააგენტო Reuters იუწყება, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა აღიარებული რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, ბაიდენმა უპასუხა: „არა“. ამერიკელ ლიდერს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 3 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართა აშშ-ს კონგრესს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების მოთხოვნით. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება რეგულარულად უწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას. 21 ივლისს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოსთხოვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ეღიარებინა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად , წინააღმდეგ შემთხვევაში კონგრესი თავად მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას. ახლა სპონსორი ქვეყნების ამერიკულ სიაშია: სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)