|
2022-09-05 22:29:01, 1360 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ოკუპირებულ კურილის კუნძულებზე იაპონიის მოქალაქეებისთვის გამარტივებული მიმოსვლა გააუქმა
რუსეთმა გააუქმა, საბჭოთა რეჟიმის მიერ ოკუპირებული კურილის კუნძულების მონახულების გამარტივებული რეჟიმი იაპონიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ ამ კუნძულებზე. შეთანხმება რუსეთსა და იაპონიას შორის კურილის მონახულების ხელშემწყობი რეჟიმის შესახებ 1999 წლიდან მოქმედებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იაპონია შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 19 წლის განმავლობაში პირველად უწოდა კურილის კუნძულებს „არალეგალურად ოკუპირებული“ ტერიტორიები. მოსკოვი და ტოკიო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ მათ ამ დრომდე შეთანხებას ვერ მიაღწიეს კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არქიპელაგი საბჭოთა კავშირმა მიითვისა, თუმცა იაპონია პრეტენზიას აცხადებს კურილის ქედის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპზე, შიკოტანზე, კუნაშირსა და ჰაბომაიზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)