03:37 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 11:50:30, 975 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში“ - ჯორჯ ბუში წერილს ავრცელებს

საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში, - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველოსთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. ის საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდერბა უკრაინას!" აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა წაიკითხა.

მისი თქმით, ბევრი რამ მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ქართველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა შეუძლია მოსკოვის რეჟიმს, თუმცა, ერთი რამ არ შეცვლილა "ქართველების ნება, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა და იყვნენ ისეთი ორგანიზაციების ნაწილი, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი".

"საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში. 2005 წელს მე და ლორამ ვნახეთ თქვენი არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ბუნება, გავიცანით თქვენი კულტურა და ხალხი. თავისუფლების მოედანზე მე მაშინ აღვნიშნე, რომ 2003 წელს ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში, შეიარაღებულები მხოლოდ ვარდებითა და საკუთარი რწმენით, და აქციეს საქართველო თავისუფლების შუქურად მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.

ბევრი რამ მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ქართველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა შეუძლია მოსკოვის რეჟიმს. თუმცა, ერთი რამ არ შეცვლილა - ქართველების ნება, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა და იყვნენ ისეთი ორგანიზაციების ნაწილი, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი.

ჩვენ არასდროს შევწყვეტთ რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როცა გამოვთქვამთ შეშფოთებებს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ ამას ვაკეთებთ მეგობრის პოზიციიდან, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი ღირსეული ადგილი დაიკავოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში.

ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, რაც, სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცხო არ არის. ქართველებისთვის არც უკრაინელების სურვილია უცხო, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, ეს კონფერენცია არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისადმი, რათა მათ დაამარცხონ და განდევნონ საოკუპაციო ძალები საკუთარი ქვეყნიდან. ახლა რთული პერიოდი დგას მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მაგრამ მსხვერპლის გაღებით, მძიმე შრომითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებით თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ჯორჯ ბუში.

გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics