|
2022-09-04 17:17:11, 2008 ნახვა
მსოფლიო
კრამერი - ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი მნიშვნელოვანია - ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო
ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. „ვფიქრობ, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა, სერიოზულია, თუმცა გამოწვევებს შორის არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ქვეყანა სწორ ადგილასაა, ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას მთავრობამ. ვიმედოვნებ, ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს აქ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“,- განაცხადა დევიდ კრამერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)