|
2022-09-04 16:41:00, 2118 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდის საკითხზე დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის
ვარშავა ბერლინს მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდის საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის.პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ შაბათს TVP3-ის ეთერში განაცხადა, რომ მას არასოდეს უთქვამს უარი გფრდ-ისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიღებაზე. მან დასძინა, რომ უახლოეს თვეებში პოლონეთი წარმოადგენს ანგარიშს ომში არსებული დანაკარგების შესახებ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ პრობლემის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა. "პოლონეთის მხრიდან უარი არ ყოფილა რეპარაციების შესახებ, არც ერთი უარი კომპენსაციაზე. გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გავუგზავნით. ჩვენ მათ მოვუწოდებთ მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ამას მივაღწევთ ყველა შესაძლო ფორუმზე, ყველა შესაძლო გზით“, - განაცხადა მორავიეცკიმ. მორავიეცკი ირწმუნება, გაერო-ს არც ერთ დოკუმენტში არ არის მსგავსი რეზოლუცია და აღნიშნული დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დოკუმენტებში. რამდენიმე დღის წინ ვარშავაში წარადგინეს ანგარიში მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბერლინმა ვარშავას უნდა გადაუხადოს 1,5 ტრილიონ დოლარზე მეტი, საომარი რეპარაციების სახით. გერმანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას პოლონეთთან არ აპირებენ და საკითხს დახურულად მიიჩნევენ, რადგან პოლონეთმა უარი თქვა რეპარაციებზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)