09:43 - 22 Oct, 2026
|
2022-09-02 11:47:36, 1380 ნახვა
მსოფლიო
სანქციების დარღვევის გამო, აშშ რუსულ Lukoil-ს 45 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავს ჩამოართმევს
ამერიკის ტეხასის შტატის სასამართლომ რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია Lukoil- ის კუთვნილი Boeing თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ღირებულება 45 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება. როგორც ცნობილია, თვითმფრინავმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია.კერძოდ, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს შეზღუდვებს ნებართვის გარეშე თვითმფრინავების ექსპორტზე, გადაყვანასა და გადაადგილებაზე რუსეთში ან მის შიგნით. ლუკოილი აშშ-ს სანქციების ქვეშ 2014 წლიდან იმყოფება. ცნობისთვის, ამერიკის სასამართლომ სანქცირებულ რუს ოლიგარქ სულეიმან კერიმოვს 300 მილიონი დოლარის ღირებულების 106 მეტრიანი იახტა Amadea ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)