|
2022-09-01 16:43:37, 1771 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ქარელში საცხოვრებელი სახლების, სათავსოებისა და ხეხილის ბაღების გადაწვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო. მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა. ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით (სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)