|
2022-09-01 11:11:00, 1443 ნახვა
მსოფლიო
ენერგოდარის დაბომბვის მიხედავად, IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ( IAEA ) მისია გაემგზავრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა ენერგოდარის დაბომბვა დაიწყეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტოს გენერალურმა მდივანმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, მისიამ იცის "რაიონში გაზრდილი სამხედრო აქტივობა", მაგრამ დამკვირვებლები შუა გზაზე გაჩერებას არ აპირებენ. „ამ სფეროში არის გაზრდილი სამხედრო აქტივობა. სადაც აქამდე მივედით, ჩვენ არ გავჩერდებით”,- განაცხადა გროსიმ. შეგახსენებთ, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ჩავიდა. როგორც IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, ელექტროსადგურზე ექსპერტები "რამდენიმე დღის" გატარებას გეგმავენ. ამასთან, ქალაქის მერის დმიტრო ორლოვის განაცხადებით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარი დაბომბეს. მისი თქმით, დაზარალდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები კოოპერატივებში გარეუბნებში, ასევე სპეციალიზებული სამედიცინო და სანიტარული განყოფილების მისაღები ოთახი, მაღაზია და საბავშვო ბაღები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)