|
2022-08-31 16:26:18, 1838 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო - ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ რუსებისთვის სავიზო რეჟიმის სრულ აკრძალვაზე
ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ამარტივებს ვიზების გაცემას, მაგრამ არ იქნება სრული აკრძალვა ვიზების გაცემაზე,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამასთან, როგორც სიჯარტომ განაცხადა, უნგრეთი, ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ეწინააღმდეგება რუსეთის სავიზო აკრძალვას. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს შეაჩეროს რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა გაართულოს მისი მოქალაქეებისთვის ევროპაში გამგზავრება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოსეფ ბორელმა რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ დებატებში საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. ამასთან, გერმანიასა და საფრანგეთს არ სურთ რუსებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვის დაწესება, რადგან ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააერთიანოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები პუტინის რეჟიმის გარშემო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)