|
2022-08-31 15:20:45, 1499 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე რუსეთის დროშის აღმართვაზე - ეს აწყობს „ნაცმოძრაობას“ და ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემათ
„პროვოკაციაა, ვიღაც ახალგაზრდა კაცი რომ დარბის რუსეთის დროშებით და ხან ქუთაისის პარკში რომ აკრავს და ხან მანქანაზე. მოდით ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს -„ნაცმოძრაობას“ და მთლიანად მის კლასტერს და შემდეგ ისინი და მათი ტელევიზიები ამაზე აგებენ ხოლმე პიარს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა ეს არის პროვოკაცია, რაც აწყობს „ნაცმოძრაობას“ და ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემათ. მისივე თქმით ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც რუსების და „ნაცების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს, რაზეც ხალხი არ უნდა წამოეგოს. „მოვიკითხე, სანამ თქვენთან გამოვიდოდი, ვინ არის და ჯერ ვერ მირკვევენ ვინ არის, გაურკვეველი ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავსო ამ რაღაცა დროშებს, ხან პარკში შევარდა იქ გააკრა და მერე ჩამოუხსნეს, მერე 5 წუთით თუ სადღაც დროშა გამოჩნდება მაინცდამაინც იმ 5 წუთში რატომღაც თქვენი ტელევიზიები, სააგენტოები ჩნდებიან, იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს და შემდეგ ხდება უბედურება. ეს აწყობს მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ და ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემათ და ყველას ვაფრთხილებ და ვთხოვ, რომ ასეთ პროვოკაციებს ნუ წამოეგებიან. ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რუსების და „ნაცების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)