|
2022-08-30 14:56:33, 1707 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთი დაბომბავს დერეფნებს, რომლითაც გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს
ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი მიზანმიმართულად დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა მივიდეს ატომურ ელექტროსადგურამდე,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება. „ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი მიზანმიმართულად დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა მივიდეს ატომურ ელექტროსადგურამდე. ყველაფერი, რაც შესთავაზებს გავლას ყირიმში. უკრაინის პოზიცია უცვლელი რჩება. შესვლა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიით. დემილიტარიზაცია ატომური ელექტროსადგურის. რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა. სადგურზე მხოლოდ უკრაინელი პერსონალი“,- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში დღეს ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები. ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე.
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)