|
2022-08-30 12:29:54, 2491 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ რუს სამხედროებს გადარჩენა სურთ, დროა, სახლში გაიქცნენ
თუ რუს სამხედროებს გადარჩენა სურთ, დროა, რომ გაიქცნენ და სახლში წავიდნენ. ვისაც რუსეთში დაბრუნების ეშინია, დაე, ასეთი ოკუპანტები დანებდნენ, ჩაბარდნენ და ჩვენ მათ ჟენევის კონვენციების ყველა ნორმის დაცვის გარანტიას მივცემთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა უნდა გაიაზრონ, რომ უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს, რომელიც მას ეკუთვნის. „უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. მინდა, რომ ეს ოკუპანტებმაც გაიაზრონ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ადგილი არ იქნება. ვინმეს აინტერესებს, რა არის ჩვენი გეგმა? ამის შესახებ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერ მოისმენთ, რადგან, ეს ომია და ომის დროს ასე ხდება. მაგრამ, ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვრამდე განვდევნით. განვდევნით ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა და დამპყრობლებმა ეს კარგად იციან. თუ მათ გადარჩენა სურთ, რუსი სამხედროებითვის დროა, რომ გაიქცნენ და სახლში წავიდნენ. ვისაც რუსეთში დაბრუნების ეშინია, დაე, ასეთი ოკუპანტები დანებდნენ, ჩაბარდნენ და ჩვენ მათ ჟენევის კონვენციების ყველა ნორმის დაცვის გარანტიას მივცემთ. თუ ისინი მე არ მომისმენენ, მაშინ საქმე ექნებათ ჩვენს დამცველებთან, რომლებიც იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ ყველაფერს არ გაათავისუფლებენ, რაც უკრაინას ეკუთვნის. ჩვენ ამაზე 187 დღეა, ვსაუბრობთ“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)