01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 15:13:59, 3308 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რაიონში, მატარებელზე თავდასხმაში მონაწილეობა აღიარა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში მომხდარში მონაწილეობა აღიარა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „РИА Новости” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ ჩაპლინოში ისკანდერის ტიპის რაკეტები გაუშვეს. 

„დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე სამხედრო ეშელონზე ისკანდერის რაკეტის პირდაპირი დარტყმის შედეგად, გარდაიცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, განადგურდა სამხედრო ტექნიკაც“,- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში სამძებრო სამუშაოები დაასრულეს, სადაც რუსეთის არმიამ რაკეტებით რკინიგზას დაარტყა.

რუსები ჩაპლინოს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დღისით მტრის რაკეტამ კერძო სახლი გაანადგურა. მოგვიანებით ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს დასახლებას - ჯერ ერთი რაკეტით, შემდეგ კი კიდევ სამი.

დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რკინიგზის მუშები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics