10:44 - 31 Oct, 2026
|
2022-08-23 11:29:49, 2297 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი კიევში მესამედ ჩავიდა
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა . გავრცელებული ინფორმაციით, ის ყირიმის პლატფორმის მე-2 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. როგორც პოლონეთის სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახური იტყობინება, ანჯეი დუდა უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა. გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები პრეზიდენტებსა და დელეგაციებს შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განზომილებაში მხარდაჭერასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ანჯეი დუდას მესამე ვიზიტია უკრაინაში. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტი კიევში 13 აპრილს და 21-22 მაისს იმყოფებოდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)