|
2022-08-22 15:48:52, 1191 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ФСБ - დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, შემსრულებელი - ნატალია ვოვკია
დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული,- ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ. ფედერალური სამსახურის ცნობით, დუგინას მკვლელობის შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია. „გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“,- აღნიშნულია განცხადებაში. ამასთა, როგორც უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, ნატალია ვოვკი რუსეთში მიმდინარე წლის 22 ივლისს ჩავიდა თავის შვილთან, სოფია შაბანთან ერთად. „მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე „ტრადიცია“, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. 21 აგვისტოს, Toyota Land Cruiser Prado მარკის ავტომანქანის აფეთქების შემდეგ, რომელსაც მართავდა დუგინა, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში გადავიდნენ”,- აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)