|
2022-08-19 12:53:24, 1943 ნახვა
ეკონომიკა
საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. „საუკეთესო ციფრულ ბანკებად დასახელდენენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დაენერგათ. სწორედ ამიტომაც არიან მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად აღიარებული Global Finance-ის მიერ“,- თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა. „მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკის ძალისხმევა, გაუმარტივოს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციები და მას ახალი ციფრული შესაძლებლობები შესათავაზოს, არ დარჩა ისეთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღების მიღმა, როგორც Global Financ-ია. ამაყები ვართ რომ მსოფლიო საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის ჩვენი მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას არ გავჩერდეთ და ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)