|
2022-08-18 11:26:20, 1730 ნახვა
ეკონომიკა
``საქართველოს ბანკის`` მხარდაჭერით კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა
``საქართველოს ბანკი``, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტის განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკისა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი 60 000 ლარს აღწევს. „ჩვენი მეურნეობა 0,18 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, რომელზეც განთავსებულია სათბური, სადაც ხდება ფისტას თესვა-მოყვანა. მოყვანილი ნერგის გადარგვა კი ხდება 1,25 ჰა მიწის ფართზე. ამ ეტაპზე გამოგვყავს 20 000-დან 25 000 ერთეულამდე ნერგი. ვგეგმავთ გამოყვანილი ნერგების რაოდენობა 3-ჯერ გავზარდოთ. პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე ვახდენთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით 6 ჰა მიწის ფართის შეძენა, სადაც 3 ჰა მიწის ფართზე დამატებით ფისტას ახალაღმოცენებულ ნერგებს გადავიტანთ, ხოლო დანარჩენ ფართზე ვგეგმავთ ისევ ფისტა გავაშენოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ნერგების მოთხოვნა 10 000 ერთეულამდე იყო, ამ ეტაპზე კი მოთხოვნა დაახლოებით 3 ჯერ არის გაზრდილი და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. ვფიქრობ ბიზნესის გაფართოებით შევძლებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, - ამბობს მცირე მეწარმე, ივანე ლელაშვილი. „რეგიონებში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი მეწარმისთვის შეგვეწყო ხელი, გაეზარდა მეურნეობა და გაეძლიერებინა ბიზნესი. ფინანსური რესურსი გაცემული იყო სასათბურე ფართის მოსაწყობად და მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც დაგეგმილია ნერგების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, მისი გამოყვანა და რეალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი ფისტას ნერგებზე მოთხოვნილება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართლებული. ეს კი მეწარმეს მისცემს სამომავლო განვითრების შესაძლებლობას. უკვე არის კიდეც ეს გეგმაც, რაც მოიცავს სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც უკვე მიღებული ნაყოფის მოხალვისა და ამ ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



