12:31 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 12:39:28, 1489 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტმა” 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

„თიბისი კონცეპტმა” წელს შავი ზღვის რიგით 15-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა. „თიბისი“ 2011 წლიდან ფესტივალის მთავარი პარტნიორია. წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 12-14 აგვისტოს ბათუმის ტენისის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართა და სამი დღის მანძილზე 9 000 სტუმარს უმასპინძლა.

მსმენელებმა წელს მსოფლიო მუსიკის შემდეგ ვარსკვლევებს  მოუსმინეს:

ქენდი დალფერი და მისი ბენდი  (Candy Dulfer & Band) - 14 აგვისტო
ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი" (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience) - 13 აგვისტო
ნექსთ მუვმენთ  (The Next Movement )
ბორის ბენდ კომბინეიშენი  (Boris Band Combination)  -12 აგვისტო

კონცერტების შემდეგ, სამივე საღამოს, აბონემენტის მქონე სტუმრებს „after party"-ზე ბათუმის „Iveria Beach"-მა უმასპინძლა.

ფესტივალის დაუვიწყარი დღეები კიდევ უფრო სახალისო გახადა ჯაზ-მატარებელმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით 13 აგვისტოს გაემართა. ჯაზ-მატარებლის მგზავრებმა თბილისიდან ბათუმამდე საჩუქრებისა და ცოცხალი ჯაზ-მუსიკის თანხლებით იმგზავრეს.

„თიბისი კონცეპტი“ ჯაზ-ფესტივალისთვის ყოველწლიურად საგანგებოდ ქმნის განსაკუთრებულ ვიზუალურ სტილსა და ბრენდინს და სტუმრებს ზაფხულისა და ზღვის თემაზე შექმნილ ულამაზეს საჩუქრებს სთავაზობს. წლევანდელი საჩუქრები, „თიბისი კონცეპტთან“ კოლაბორაციით, ფუნდუკმა შექმნა.

წლევანდელ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ისიც გამოარჩევდა, რომ პანდემიის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი ფესტივალი იყო, რომელიც ბათუმში ჩატარდა.

„თიბისი“ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობით, თიბისი ცდილობს ადამიანებს საუკეთესო გამოცდილების შეუქმნას  და მათი ცხოვრება გაამარტივოს. შავი ზღვის ჯაზ- ფესტივალის მხარდაჭერა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics