18:30 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 19:23:33, 1348 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი - მზად ვართ სამხედრო აღჭურვილობა მოკავშირე ქვეყნებს ლათინო ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში მივაწოდოთ

მზად ვართ მივაწოდოთ სამხედრო აღჭურვილობა მოკავშირე ქვეყნებს ლათინო ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი გულწრფელად აფასებს ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ, ჭეშმარიტად სანდო კავშირებს.

რუსეთი გულწრფელად აფასებს ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ, ჭეშმარიტად სანდო კავშირებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან. (ჩვენ) მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღები, მცირე იარაღიდან ჯავშანტექნიკამდე, არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics