|
2022-08-13 12:13:32, 1635 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თხილის წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და საერთაშორისო ბაზარზე თხილის სექტორში არსებული სიტუაცია განიხილეს. საუბარი შეეხო ფასის ფორმირების საკითხს, რომელსაც ბაზარი არეგულირებს და, საქართველოს შემთხვევაში, დიდწილად დამოკიდებულია თურქეთში თხილის სექტორში არსებულ მოსავლიანობასა და ფასზე. მხარეებმა ევროპის ბაზრებზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების და საფასო პოლიტიკის საკითხზეც იმსჯელეს. „სამინისტრო მაქსიმალურად ეხმარება თხილის მწარმოებელ ფერმერებს მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებაში. გადამწყვეტია ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თხილის სექტორში ახორციელებს მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით და სადაც მეთხილე ფერმერების აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის უმთავრესი. საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალი ფასის მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციაა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თხილის სექტორის განვითარებისთვის ფერმერთა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)