|
2022-08-12 19:01:13, 1862 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოება - გამოვავლინეთ პირი, რომელიც მხილებულია მოზარდის წამებაში და კადიროვთან დაახლოებულია
გამოვავლინეთ კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც კიევის რეგიონში, ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდა. - ამის შესახ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. მათივე თქმით,დამნაშავე პირი არის რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების დანაყოფის (OMON) მეთაური ჩეჩნეთის რესპუბლიკაში - ანზორ ბისაევი, კადიროვთან დაახლოებული პირი. "გამოვავლინეთ კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც კიევის რეგიონში, ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის ბავშვებს, დამნაშავე პირი არის რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების დანაყოფის (OMON) მეთაური ჩეჩნეთის რესპუბლიკაში - ანზორ ბისაევი, კადიროვთან დაახლოებული პირი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)