|
2022-08-12 16:11:42, 1298 ნახვა
პოლიტიკა
„მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ კომუნიკაციების კომისიას ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებაში ადანაშაულებს
ჩვენ წინააღმდეგ მომართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მივიჩნევთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს მიღებულ, ჩვენი შეფასებით, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას. - ამის შესახებ ვკითხულობთ სამი ოპოზიციური ტელევიზიის - „მთავარის“, „ფორმულასა”, და „ტვ პირველის“ ერთობლივ განცხადებაში. მათივე თქმით, საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე კრიტიკული მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. „ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვვლელად გთავაზობთ : „ხელმომწერი მაუწყებლები ჩვენ წინააღმდეგ მომართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მივიჩნევთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს მიღებულ, ჩვენი შეფასებით, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული პარტია “ქართული ოცნების” განცხადება, რომლის მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო ჩვენი დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა. საქმე ეხება 2022 წლის 8 აგვისტოს პარტია “ქართული ოცნების” მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ის ითხოვს სამი კრიტიკული მედიის- “ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობას 23-24 ივნისს „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვების გამო. სამივე მაუწყებლის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოსამზადებელ სხდომაზევე უნდა შეემოწმებინა სადავო რეკლამა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო თუ სოციალური, ხოლო ამის გადაწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა შედის თუ არა მის კომპეტენციაში მსგავსი რეკლამის შინაარსის შეფასება. მაუწყებლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ “ქართული ოცნების” მიერ სადავოდ გამხდარი რეკლამა წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, სრულად ექცეოდა სოციალური რეკლამის კანონისმიერ დეფინიციაში, განთავსებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ „შინ ევროპისაკენ“ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება იყო. შესაბამისად, თუ ამ რეკლამის შინაარსი მიუღებელი იყო “ქართული ოცნებისთვის”, მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, მას თავისი უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, არა მაუწყებლის არამედ რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ უნდა გაეგრძელებინა. კომისიამ ასევე თავი აარიდა მსჯელობას იმასთან დაკავშრებით, რომ პარტია “ქართული ოცნება” არ არის უფლებამოსილი სუბიექტი/დაინტერესებული პირი, იდავოს კომისიაში მსგავს საკითხზე, რადგან რეკლამაში ნაჩვენები პირები არიან მაღალი პოლიტიკური/სახელმწიფო თანამდებობის პირები და ისინი განცხადებებს არა პარტია “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს სახელით აკეთებენ, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიის ურთიერთგამიჯვნის საკითხი, დემოკრატიულ სახელმწიფოს საკვანძო მახასიათებელია. აღსანიშნავია, რომ რეკლამაში არ გვხვდება პარტია “ქართული ოცნების” მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშნები ან/და სიმბოლიკა, შესაბამისად, გაურკვეველია რაზე დაყრდნობით მიიჩნია კომისიამ “ქართული ოცნება” დაინტერესებულ პირად. საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე კრიტიკული მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს, ერთი მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას. კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. კომისიამ საქმის არსებითი განხილვის სხდომა 2022 წლის 23 აგვისტოს, 15 საათზე დანიშნა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს პარტია “ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა განცხადება, რომლის საფუძველზეც ის ითხოვს სამი კრიტიკული მედიის- “ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობას 23-24 ივნისს „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვების გამო.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)