18:43 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 15:57:33, 1181 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - გომელაურმა მითხრა, რომ თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე,  სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ, სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, განხორციელებულ შანტაჟს ეხება.

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ გომელაური საუბრის გახმაურების შემთხვევაში პრობლემების დამატებით დაემუქრა, როგორიცაა „ საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების პროვოკაცია.“

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.

მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია", - აღნიშნულია გოგაშვილის წერილში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics