20:20 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 15:46:22, 1482 ნახვა

ეკონომიკა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში

„თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტ ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა მარჯანიშვილის 7 ნომერში, 15 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ჯონ სტენმეიერის მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე, რომელიც მან ნამუშევრების შექმნის პროცესში შეიძინა. ასევე, ფოტოდოკუმენტალისტი მსმენელს მოუთხრობს თავის შემოქმედებაზე. ჯონ სტენმეიერი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოსააგენტო „VII" თანადამფუძნებელია. 15 წლის მანძილზე იგი ექსკლუზიურად თანამშრომლობდა National Geographic-თან, რა დროის მანძილზეც მან 19 განსხვავებულ ფოტოპროექტზე იმუშავა.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, „თიბისი“ კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს ცნობილ თუ დამწყებ ხელოვანებთან შეხვედრებს. „თიბისი“  არსებობის 30 წლის მანძილზე, არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერი გახდა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების პოპულარიზაციას ეწყობა ხელი. ხელოვანებთან შეხვედრები კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://www.facebook.com/events/5537541656296426/?ref=newsfeed





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics