|
2022-08-12 11:40:27, 1030 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2022 წელს, „თიბისიმ“, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 9 ნომინაციაში მიაღწია. „ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის საუკეთესო UX დიზაინის (სამომხმარებლო გამოცდილების), საუკეთესო ციფრული გადახდების და განაცხადების, საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისების მქონე ბანკი. ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ და ვფიქრობ, ეს ჯილდო ჩვენი განსაკუთრებული გუნდის დამსახურებაა,” - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, „თიბისის“ ტექნოლოგიების ლიდერი და გენერალური დირექტორის მოადგილე. Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს. ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. „თიბისისთვის“ გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც „თიბისის“ გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს. „პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა, ჩვენ ვხედავთ, როგორ სწრაფ ევოლუციას გადის ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში. ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს, ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს,” - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. „თიბისის“ მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი. „თიბისის“ აქტიური კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საამაყოა, რომ რეგიონის მასშტაბით საუკეთესო ბანკად სოციალურ მედია მარკეტინგსა და სერვისებში ასევე „თიბისი“ დასახელდა. „თიბისის“ გუნდი ყოველდღიურად აგრძელებს ციფრული არხების დახვეწას მომხმარებლებთან ერთად იმისთვის, რომ შექმნას საუკეთესო გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)