|
2022-08-11 15:36:02, 1106 ნახვა
ეკონომიკა
„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ
ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „სავალი გზა ქვეითებსაც სჭირდებათ“, „გასაფრთხილებლად ერთხელ დასიგნალებაც საკმარისია“, „სასწრაფოს შენზე მეტად ეჩქარება“ – ამ და სხვა მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელების ინიციატივა საკუთარ თავზე თეგეტას ახალი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებმაც აიღეს. ავტომფლობელებს, რომლებიც კამპანიის იდეას იზიარებენ და სურთ, წვლილი შეიტანონ საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაში, კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების მანქანის სტიკერები დაურიგდათ. ამ ჟესტით ისინი კამპანიის ამბასადორები ხდებიან და ყოველდღიურად შეახსენებენ თანამოქალაქეებს მათთვის ყველაზე აქტუალური კულტურული ნორმების შესახებ.
გიორგი გაფრინდაშვილი, ავტომფლობელი: „სიამოვნებით ჩავერთე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში. ქალაქში გადაადგილებისას ბევრ პრობლემას ვაწყდები და ვფიქრობ, რომ ყველა მესიჯი, რაც კამპანიის ფარგლებში გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ავტომობილისთვის ავარჩიე სტიკერი: „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“. ეს პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადაადგილებისას. ძალიან ხშირად მხვდებიან მძღოლები, რომლებიც სიგარეტის ნამწვებს ან სხვა სახის ნარჩენებს გაუაზრებლად ისვრიან მანქანიდან. მინდა მოვუწოდო მათ, დაიცვან სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებენ ქუჩებს და იზრუნონ მოძრაობის კულტურაზე“. „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის მხარდამჭერებს „თეგეტა მოტორსის“ ვაუჩერებით სარგებლობა როგორც სერვისზე, ისე ნებისმიერ სასურველ ავტოპროდუქტზე წლის ბოლომდე შეუძლიათ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)