|
2022-08-11 14:35:37, 875 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - სექტემბრიდან, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, დაუმორჩილებლობას და პროტესტს ვგეგმავთ
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს. ჯაფარიძის თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლება ვერ შეიცვლება, რადგან საქართველოში ეს უფლება წართმეულია. "მე გთავაზობთ ოცნებისთვის ძალაუფლების წართმევისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მჯერა, რომ ხელისფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში, არა ქვეყნის მართვაში როგორც ამას წარმოჩენენ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც პირდაპირ ქვეყნის გაპარტახებას გულისხმობს. დაუმორცილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი აპრტიის მხარდამჭერი ხარ, არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში, მოგწონვარ თუ არა. მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ - გააზრებული გაქვს თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსების მონები გაზიან; გააზრებული გაქვს თუ არა, რომ არჩევანის უფლებას მხოლოს ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებ და მზად ხარ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის". - ამბობს ზურა ჯაფარიძე. ჯაფარიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრები ხელისუფლების სისტემის ნაწილები არიან. "ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წამრთმევი ძალა არ ჩანს. ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრები სისტემის ნაწილები არიან. მათ ინტერესია არ დაკარგონ საპარლამენტო სკამები და ბიუჯეტის ფული.ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, თამაშობს გადარჩენისთვის და ეს ისიც ივანიშვილმაც. ის რაც ჩვენ გვჭირდება არის არჩევანის უფლება. ივანიშვილი ჩვენი ფულით ყიდულობს ადამიანების ხმებს, საპატრიარქოს და ბიზნესების ერთგულებას,"- ამბობს ჯაფარიძე.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)