|
2022-08-11 11:35:46, 1414 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რაიონი განმეორებით დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 9 დაშავდა
ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვსკის რაიონი ისევ დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 7 კი დაშავდა,- ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი სამჯერ დაბომბეს. „ღამე დაბომბვითა და მსხვერპლით. რუსეთის არმიამ შეუტია რეგიონის ოთხ რაიონს. ნიკოპოლის რაიონი მტერმა სამჯერ დაბომბა გრადიდან. 120 გასროლა! ნიკოპოლში დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა 7. ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. დანგრეულია ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებს ახარისხებენ და ადამიანებს ეძებენ. დაზიანებულია 3 სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი. ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა, ნიკოპოლში 6000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა“, - განაცხადა რეზნიჩენკომ. მოგვიანებით, რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ნიკოპოლში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. „მაშველებმა მტრის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპული ადამიანის ცხედარი ამოიღეს. რუსების თავდასხმას რეგიონზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 დაშავდა, მათგან 4 საავადმყოფოშია“,- დასძინა რეზნიჩენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ 10 აგვისტოს მტერმა ნიკოპოლის რაიონი სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ორჯერ დაბომბა. თავდაპირველად ცნობილი გახდა 11 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, დაღუპულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ნიკოპოლის რაიონში მდებარე ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურიდან იბრძოდნენ.
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
ტატა ხვედელიანი – ოცნება აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას
პენიტენციური უარყოფს, რომ პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა
ეროვნული ბანკი – მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)