|
2022-08-10 13:25:01, 1199 ნახვა
მსოფლიო
მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
რუსეთში „პირველი არხის ყოფილი თანამშრომელის“ მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ოვსიანიკოვას თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება კრემლის მახლობლად გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციას, რომელიც მან ივლისში გამართა. გარდ ამისა ოვსიანიკოვამ ასევე განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით სამართალდამცავებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. „დილის 6:00 საათზე, როცა ჯერ კიდევ მეძინა, საგამოძიებო კომიტეტისა და პოლიციის ათი თანამშრომელი შემოიჭრა ჩემს სახლში. წარადგინეს ჩხრეკის ორდერი, შეაშინეს ჩემი პატარა ქალიშვილი, აულიცელბლად მივმართავ საგამოძიებო კომიტეტს”,- წერს ოვსიანიკოვა. ამასთან, როგორც ოვსიანიკოვას ადვოკატი, დიმიტრი ზახვატოვი წერს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სტატიით რუსული არმიის ქმედებებზე „ფეიკების“ გავრცელების შესახებ. „ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სავარაუდოდ, „ფეიკი“. მიზეზი ჩემი პროტესტი სოფისკაიას სანაპიროზე იყო“,- დასძინა ოვსიანიკოვამ. ცნობისთვის, 15 ივლისს ოვსიანიკოვამ კრემლის მახლობლად ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?” თავის გზავნილში ოვსიანიკოვამ „ფეიქების“ გავრცელების ბრალდებებს შემდეგი კომენტარი გააკეთა: „უკრაინაში დაღუპული 350-ზე მეტი ბავშვი ყალბია? მთელმა მსოფლიომ იცის სერგეის ისტორია, რომელმაც მთელი ოჯახი ირპინში დაკარგა. „ყველამ ნახა ახალგაზრდა დედა ვინიციდან, რომელმაც 4 წლის ქალიშვილი დაკარგა და თვითონ ფეხის გარეშე დარჩა. 3 თვის ბავშვი კირა ოდესიდან, ესეც ყალბია?" მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვამ ასევე გამართა საპროტესტო აქცია „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში, სადაც უკრაინის ომის წინააღმდეგ პლაკატით წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან იდგა. რის შემდეგაც მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)