|
2022-08-09 17:57:30, 1060 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისისა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიას (FMO) შორის 300 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი, ახალგაზრდა მეწარმეების და იპოთეკური მსესხებლების, ასევე, მწვანე პროექტებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება. “გვეამაყება, რომ თიბისი თექვსმეტ წელზე მეტია, წარმატებულად თანამშრომლობს FMO-სთან, ეს ჩვენი ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა. 2018 წლის შემდეგ, ეს არის FMO-თან ჩვენი რიგით მეორე თანამშრომლობა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე. აღნიშნული ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას და გავცეთ მეტად საჭირო, გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხები ბიზნეს და საცალო მომხმარებლებზე. მადლობას ვუხდით FMO-ს ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ წინ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ადგილობრივი ვალუტაში დაფინანსების მიწოდების გზით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას. ეს ინსტრუმენტი ასევე სრულად შეესაბამება FMO-ს ფართო სტრატეგიას უთანასწორობის შემცირებისა და ფინანსური ჩართულობის გასაზრდელად, აქცენტით ახალგაზრდებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას და შენარჩუნებას ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ თიბისისთან მდგრადი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“ - ჰუიბ-იან დე რუიჯტერი, FMO-ს საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი. ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორის მდგრად ზრდას, განვითარებად ქვეყნებში ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეებში ინვესტირების გზით. FMO მიიჩნევს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. 50 წლის განმავლობაში FMO საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი უნარები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. FMO ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრობიზნესი, საკვები და წყალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.fmo.nl
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)