|
2022-08-08 13:52:36, 2528 ნახვა
კომენტარი
მამა შალვა - ადამიანები, რომლებიც რუსებს ლანძღავენ, არიან გადაგვარებული ქართველები
ადამიანები, ვინც ასე იქცევიან არიან გადაგვარებული ქართველები, - დეკანოზი შალვა კეკელია საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების ქცევაში პრობლემას ვერ ხედავს და საზოგადოებაში გაჩენილ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც მამა შალვამ ქადაგებისას განაცხადა, არასდროს ყოფილა, რომ ქართველი კაცი შეურაცხყოფას აყენებდეს ადამიანს, იმის გამო, რომ რუსია. "ადამიანებს ლანძღავენ ქუჩაში, ერთი ვიდეო დაიდო, რუსი ცოლ-ქმარი მიდიოდა ქუჩაში და წარმოიდგინეთ, მივიდნენ ვიღაცები და ლანძღავდნენ. ქართველი კაცი ასე არ იქცეოდა არასოდეს. ცოლთან ერთად, ქალთან ერთად კაცი მიდის, წარმოიდგინეთ და ქართველი კაცი მას შეურაცხყოფას აყენებს. ეგეთი რამე ჩვენს ერში არ ყოფილა, მსგავსი რამე არ ყოფილა. ეს ადამიანები, ვინც ასე იქცევიან არიან გადაგვარებული ქართველები",- ამბობს მამა შალვა. ცნობისთვის, მხოლოდ ივნისის თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, საუბარია 90 239 მოქალაქეზე. აღსანიშნავია, რომ შექმნილი დისკომფორტის ფონზე, შეიქმნა პეტიცია, რომელიც რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედებას ითხოვს, რასაც ხელი უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)