|
2022-08-08 10:35:55, 1772 ნახვა
ომი უკრაინაში
გუტერეში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვაზე - ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა
საერთაშორისო ინსპექტორებს უნდა მიეცეთ წვდომა ზაპორიჟჟიას ატომურ სადგურზე,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. უკრაინა აცხადებს, რომ შაბათს რუსეთის განახლებულმა დაბომბვამ რადიაციული სამი სენსორი დააზიანა. ამასთან დაბომბვის შედეგად დაშავდა ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის თანამშრომელიც. გუტერეშის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა. „ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები”,”, - განაცხადა გუტერეშმა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „ბირთვულ ტერორში“ დაადანაშაულა და უფრო მკაცრი საერთაშორისო სანქციებს მოითხოვა, ოღონდ ამჯერად მოსკოვის ბირთვულ სექტორზე. „მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როცა ტერორისტული სახელმწიფო ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლის სროლას ახდენს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსის თქმით, რუსეთის მხიდან უკრაინაძე ბოლო თავდასხმა "ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს". შეგახსენებთ, რომ გარდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურისა, ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს უკრაინის ქალაქი ხარკოვში და სამხედრო ობიექტები დასავლეთ ვინიციას რეგიონში, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)