06:08 - 07 Oct, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 16:14:59, 519 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, ეს ტურიზმის სფეროს ჩამოშლაა

თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ესაა მოგონილი გაბრაზების ნაწილი და ამ ადამიანებმა,  2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს თავად დაუწესეს. ამასთან ეს კამპანია საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლას უკავშირდება.

„ეს არის იმ მოგონილი გაბრაზების ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იმ, ხალხის აგორებული კამპანიის ერთი პატარა ფეიკნაწილია. ფეიკს ვუწოდებ მათ აღშფოთებას. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო. თუ რამე მსგავსი საჭიროა, ამის ინიციატივები ისედაც გაჩნდება, მაგრამ ამ საკითხს იყენებენ იმ ფეიკკამპანიის გასაძლიერებლად, რომელიც დაიწყეს. გუშინ აცხადებდნენ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი ტურისტების, გაჩვენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას, სადაც 2019 წელს შემოსულია მილიონ 472 ათასი რუსი ტურისტი და 2022 წელს შემოსულია 247 ათასი რუსი ტურისტი, აქ უპრეცედენტობა ტყუილია. 2018 წელს შემოვიდა მილიონ 405 ათასი. ახლა ჩვენ ვამხილეთ მათი ფეიკი, უპრეცედენტობა არის ტყუილი. ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და ახლა გვეუბნებიან, როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში. საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე. ტურიზმის დაკავშირება ასეთ ნარატივებთან, როგორიცაა მათ მიერ მოგონილი შავი ხვრელი, სანქციების არიდება, არის უბრალო ტყუილი. ტურიზმი ამ ქვეყანაში მოიცავდა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია იმისთვის, რომ ვიღაცებს დააჯერონ, თითქოს აქ პრობლემა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, თითქოს უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, პირიქით ნაკლებია შემოსული. ჩვენ თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია",- განაცხადა მდიმარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღაზე პეტიცია გავრცელდა, რომელსაც ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა.

პეტიციის ავტორები ითხოვენ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რისთვის იქმნება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა
აზარაშვილი - „DRG სისტემის დანერგვას შეფერხება პაციენტების უკმაყოფილებაზე აისახება“
ღარიბაშვილი - პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით
უკრაინის გენერალური პროკურორი - ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი, იმისათვის რომ პუტინი ჩადენილი ქმედებებისთვის დაისაჯოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics