2022-08-04 14:43:40, 299 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
![]() პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ( აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. „ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ. ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. "დეოლიგარქიზაციის", სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს
ბრეგაძე - ყველა პატიმარი, მათ შორის გოგაშვილი, საშხაპეში შესვლის უფლებით სარგებლობს
13-14 აგვისტოს თბილისის მეტრო „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“ არ იმოძრავებს
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შსს - ტურისტების დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი მწვერვალ თეთნულდისკენ ფეხით მიემართება
|
ომი უკრაინაში![]() აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
![]() მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს
![]() უკრაინაში ბრიტანული M270 MLRS-ის კიდევ ერთი პარტია ჩავიდა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|