09:38 - 20 Aug, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 14:09:30, 302 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში

სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში,-  ინტერპრესნიუსის ცნობით,ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი იმ ფონზე, როცა რუსეთიდან დიდი ოდენობით მოქალაქეების შემოსვლა ფიქსირდება.

მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნები ქვეყნაში დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას უკავშირდება, რაც ოპოზიციის ინტერესია.

"ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილი პასუხობს, რომ "ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია".

"ასეთი თემების შემოტანა უკავშირდება იმ დღის წესრიგს, როცა გვთავაზობდნენ ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას, რაც დაკავშირებულია შემდგომ უკრაინის ელჩის გაწვევასთან,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუტერეში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია
ლვოვში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტს გადაასვენებენ, მის ადგილას უკრაინის გმირების კომპლექსი შეიქმნება
აშშ-ს თავდაცვა - უკრაინას 775 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გავუწევთ
დასავლური დაზვერვა: ყირიმის აეროდრომზე აფეთქებების შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ავიაციის ნახევარი დაკარგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics