19:22 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 10:30:47, 954 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმზე - ირაციონალურია უკრაინის ომის გამო შევცვალოთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.

კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მისი შეცვლა უკრაინის ომის გამო - ირაციონალურია.

"ერთ-ერთი ტელევზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, რაც არის ტყუილი. 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 240 0000 რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი მეათედი იმყოფება მუდმივად სააქართველოში, რაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს რომ შევცვალოთ უკრაინის ომის გამო,  უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე," - განაცხადა კობახიძემ. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, კობახიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ნებისმიერ განცხადებას "ყველა უნდა გაემიჯნოს, ვინაიდან მას ომისკენ მოწოდებები ჰქონდა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics