18:40 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 16:45:54, 852 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი: ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის" პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქართული ტრანსპორტის სფეროში და, ზოგადად, ქართული ავიაციის განვითარების მიმართულებით - ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ინიციატივის, წარმატებული  პროექტის დასაწყისის მომსწრენი ვართ და მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობისთვის - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული პროდუქტი, როდესაც დაფინანსების კუთხით გვყავს ამერიკის საფინანსო კორპორაცია, როგორც პარტნიორი,  ასევე წარმოდგენილია კორპორაცია Gazelle Finance, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებით დაფინანსებას ახორციელებს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის" სერტიფიცირების პროცესის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „კამექს ეარლაინსის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე,  Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი  ჯეფრი ლიბერტი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და  საქაერონავიგაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
 

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის" სერტიფიცირების პროცესის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პროექტი, ფაქტიურად, პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც ძალიან ბევრი კომპანია იყო კრიზისულ მდგომარეობაში და ბევრი ვერ გაბედავდა ახალი ავიაკომპანიის დაფუძნებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის ეკონომიკური გარემო და  ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს,  ალბათ იძლეოდა სტიმულს, რომ ინვესტორებს თამამი ნაბიჯები გადაედგათ და ამას მხარი დაუჭირეს ამერიკელმა პარტნიორებმაც. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ავიაგადაზიდვების სფეროში, რომელიც, ვფიქრობ, თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის უკეთესად გამოყენებას და საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მეტად ათვისებას" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 

„კამექს ეარლაინსი" ქართული კომპანიაა. ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა ამერიკულ საფინანსო კოორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. „კამექს ეარლაინსის" კუთვნილი Boeing 737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „კამექს ეარლაინსი" ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხებს საკუთარი წვლილის შეტანას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში.
 

„ვხედავთ, რომ ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი დღეს არის სატრანსპორტო სფეროში გაზრდილი მომსახურებიდან შემოსავლები - იგულისხმება საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო გადაზიდვები და, რა თქმა უნდა, აქ თავის სიტყვას ამბობს ასევე საავიაციო გადაზიდვები და ვფიქრობ, რომ  უკეთესი კოორდინაციის პირობებში კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ნამდვილად ყალიბდება - უკვე ექვსი ასეთი ავიაკომპანიაა დაფუძნებული, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული  სატვირთო, სატრანსპორტო, საავიაციო გადაზიდვების სფეროში. ვიცე-პრემიერის თქმით, ამას ემატება ქუთაისის მიმართულებით მზარდი ინტერესი სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავიაკომპანიების მხრიდან და ორი ცენტრი ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას, მითუმეტეს, იმის გათვალსწინებით,  რომ უკვე გვაქვს პირდაპირი კავშირები ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის ქალაქები, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას.
 

აღსანიშნავია, რომ „კამექს ეარლაინსი" პირველი კომერციული ფრენის შესრულებას  აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს.  კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100  მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics