23:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-31 14:33:30, 984 ნახვა

სამართალი
ბრალდებული - ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი აღიარებს, რომ მირიან კუკავა მის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. 

გამოძიება მას ორ მუხლს - განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. სასამართლო პროცესზე ჯიჯეიშვილმა თქვა, რომ ხულიგნობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა", - თქვა დავით ჯიჯეიშვილმა.

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო 8 დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე რვავე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

" ამ კატგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას უმკაცრესი პოლიტიკა აქვს.მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ბრალდებულებს, მოგეხსენებათ ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული, ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი. რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. სხვა ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს", - განაცხადა პროკურორმა.

გამოძიების ინფორმაციით, დაბადებისდღის წვეულებაზე კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე დაიწყო.

"კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღეს მონაწილეობა ხულიგნობაში, ეს არის ხულიგნობა, იმიტომ რომ იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც მიცემულია პასუხისგებაში", - განაცხადა  ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და  ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება   წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics