2022-07-29 18:51:14, 455 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში ცვლილებების შესახებ განაცხადა
![]() საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განაცხადა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს ნიკოლოზ გამყრელიძე. აღნიშნულ პოზიციას ირაკლი გოგია დაიკავებს, რომელიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“, გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის პოზიციას 2023 წლის მაისში (როგორც აქამდე იყო დაანონსებული). „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭო დროულად გამოაცხადებს დამატებით განახლებას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. ირაკლი გილაური, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, 2023 წლის მაისამდე, რჩება კომბინირებულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციაზე. „ნიკოლოზ გამყრელიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფში შემავალი კომპანიების მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან პირადად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში. მან შექმნა შესანიშნავი ბიზნესი, რომელსაც აქვს საუკეთესო საოპერაციო სერვისი, რომელიც არის თანამიმდევრული, მომგებიანი და ორიენტირებული ზრდაზე. ის ასევე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში გლობალური პანდემიის მართვაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული მიღწევებისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო საუკეთესო გუნდი, რომელიც მან შექმნა და განავითარა. GHG-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს ირაკლი გოგია, რომელიც სწორედ ამ გამორჩეული გუნდის წევრია.“ განაცხადა „საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა.
13-14 აგვისტოს თბილისის მეტრო „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“ არ იმოძრავებს
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
შსს - ტურისტების დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი მწვერვალ თეთნულდისკენ ფეხით მიემართება
აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
|
ომი უკრაინაში![]() აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
![]() მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს
![]() უკრაინაში ბრიტანული M270 MLRS-ის კიდევ ერთი პარტია ჩავიდა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|